вторник, 16 декабря 2008 г.

воскресенье, 19 октября 2008 г.

четверг, 16 октября 2008 г.

ეკოლოგიური კატასტროფა ბორჯომის ხეობაში,ქ.რუსთავის მე-13 სკოლა

1)პროექტის სახელი:ეკოლოგიური კატასტროფა ბორჯომის ხეობაში.
2)პროექტის მოკლე აღწერა:ომის მიერ განადგურებული ბორჯომის ხეობა და ეკოლოგიური კატასტროფა.
3)პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები თავიანთი ინფორმაციისა და ინტერნეტის საშუალებით შეისწავლიან ბორჯომის ხეობას,შეადგენენ ხეობის ტერიტორიულ გეგმას და ექსკურსიის მარშრუტს.მოაწყობენ ექსკურსიას ბორჯომის ხეობაში.კონკრეტულად, შეძლებისდაგვარად შემოივლიან გადამწვარ ტყეებს,მოახდენენ ტერიტორიის შესწავლას,გაზომვას,დაადგენენ განადგურებული ხეების ჯიშებს,მათ რაოდენობას შეისწავლიან ნიადაგს,შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან მოიპივებენ დამატებით ინფორმაციას.გადაიღებენ სურათებს როგორც განადგურებულ ასევე გადარჩენილ ტერიტორიებზე.მოსწავლეები თავიანთი სკოლის სახელით დარგავენ წინასწარ წაღებულ ნერგებს.მოსწავლეები შეადგენენ შესწავლილი ტერიტორიის გეოგრაფიულ ნახაზებს.მოპოვებულ ინფორმაციას დაამუშავებენ,შექმნიან ალბომს და მასში განათავსებენ მოპოვებულ მასალას თანდართული ფოტოებით.ასევე შექმნიან კედლის გაზეთს და მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას სკოლაში,განათავსებენ თავიანთ პროექტს ინტერნეტში.
4)პროექტში მონაწილე კლასები:მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით
5)ვადები:2009წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით - 4თვე.
6)აქტივობები:კვლევა,ძიება,დისკუსიის გამართვა მოძიებულ ინფორმაციაზე,ალბომის შექმნა,გეოგრაფიული ნახაზების გაკეთება და ნამუშევრის განთავსება ბლოგში.
7)შედეგები:შეიქმნება ბლოგი ინტერნეტში,სადაც განთავსდება ექსკურსიის შედეგების გადამუშავებული ინფორმაცია,შეიქმნება ალბომი,ცხრილები და დიაგრამები განადგურებული ჯიშების სტატისტიკაზე.ნერგების დარგვით მოსწავლეები შეიტანენ თავიანთ წვლილს ხეობაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
8)სარგებელი სხვებისათვის:საზოგადოება შეიტყობს მეტ ინფორმაციას ბორჯომის ხეობაში ომის შედეგად მიყენებულ ზიანზე.უკეთ გაეცნობიან ხეობის ეკოლოგიურ პრობლემებს.დარგული ნერგებით მოსწავლეები შეიტანენ მცირეოდენ წვლილს განადგურებული ტერიტორიის აღდგენაში.
9)ენა:ქართული.
10)საგნები,კავშირი ეროვნულ გეგმასთან:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:
გეოგრაფია - შეისწავლიან ხეობის გეოგრაფიულ მდებარეობას,ნიადაგს,ფლორას და ფაუნას,ტყის როლს ბუნებაში.
ბიოლოგია - შეისწავლიან ახალდარგული მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის საჭირო პირობებს და გაეცნობიან მცენარეების სხვადასხვა ჯიშებს.
მათემატიკა:მოსწავლეები ადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს სტატისტიკურ მაჩვენებლებზე,ნახაზებს,აღრიცხავენ ზარალის პროცენტულ მაჩვენებელს.
ლიტერატურა:მოსწავლეები მოიძიებენ ბორჯომის ხეობაზე დაწერილ ლექსებს, ჩანახატებს და გააკეთებენ კედლის გაზეთს.ისწავლიან საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის თვითმყოფადობას,განუმეორებლობას და პატივისცემას.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება:ინტერნეტში მასალების მოძიება,ფოტოსურათებისა და პროექტის განთავსება.
პარტნიორი სკოლები:ქ.რუსთავის მე-20,მე-17,მე-10 საჯარო სკოლები.
12)პროექტის ფასილიტატორები:ისტ.მენეჯერი - რ.შენგელია
პედაგოგი - ე.კოპალეიშვილი
პედაგოგი - მ.ბოსტაშვილი
13)ელ.ფოსტა - rusudani.ruska267@gmail.com
14)ფორუმი
15)http//ruska-ekologia.blogspot.com